Stroeher გერმანული ბრენდია, რომელიც სპეციალიზდება მაღალი ხარისხის კლინკერისა და კერამიკის ფილებზე. ხასიათდება მაღალი ყინვაგამძლეობით, ცეცხლმედეგობით, მექანიკური ზემოქმედების მიმართ მდგრადობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. მდგრადია ტემპერატურის ცვლილებების, ტენიანობისა და სხვადასხვა გარემო პირობების მიმართ. რეკომენდებულია ფასადების, აივნების, ტერასების, ტროტუარებისა და სხვა გარე სივრცეების მოსაპირკეთებლად, სადაც მნიშვნელოვანია გამძლეობა, უსაფრთხოება და მასალის ხანგრძლივი, საიმედო ექსპლუატაცია.