სასტუმრო ატლას აბაშიძე წარმოადგენს თანამედროვე სასტუმროს თბილისში, რომლის ინტერიერში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუმრის კომფორტსა და ფუნქციურ დეტალებს. IPS-მა პროექტის ფარგლებში უზრუნველყო სააბაზანო მოწყობილობებისა და აქსესუარების, კარის ელექტრონული ჩამკეტებისა და სადრენაჟო სისტემების მიწოდება. გამოყენებულია Geesa-ს, Ideal Standard-ისა და TECE-ს პროდუქცია.

