მოედანი

„მოედანი“ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და საზოგადოებრივ სივრცეებს.

პროექტის ფარგლებში IPS-მა უზრუნველყო შენობის ფასადისა და გადახურვის მასალების მიწოდება და მონტაჟი. სამუშაოები მოიცავდა ჯამში 3,700 მ² ვენტილირებად ფასადს და 3,600 მ² გადახურვას.

ფასადის სისტემებში გამოყენებულია HPL და ფიბროცემენტის პანელები, ალუმინის ქვეკონსტრუქცია და ქვა-ბამბის თბოიზოლაცია. გადახურვისთვის კი გამოყენებულია ხის ქვესისტემა, ქვა-ბამბა და აგურის ფილები.

პროექტის დამატებით ნაწილს წარმოადგენდა უჟანგავი ფოლადისა და თუნუქისგან წყლის მიმღებების დამზადება და მონტაჟი, რაც შენობის ტექნიკური და არქიტექტურული გადაწყვეტის სრულყოფას უზრუნველყოფს.

გამოყენებული მასალა

HPL პანელები
ფიბროცემენტის პანელები
ალუმინის ქვეკონსტრუქცია
ხის ქვესისტემა
ქვა-ბამბის თბოიზოლაცია
აგურის ფილები
უჟანგავი ფოლადი და თუნუქი "

შესრულებული მომსახურება

"2200 კვ/მ ვენტილირებადი ფასადის მიწოდება-მონტაჟი;
1500 კვ/მ ვენტილირებადი ფასადის მიწოდება-მონტაჟი;
3600 კვ/მ გადახურვის მასალის მიწოდება - მონტაჟი"

ბრენდები

ბოლო პროექტები

აკა დეველოპმენტი (საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში)