ქინგს გარდენი მრავალფუნქციური საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსია, სადაც გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის მოპირკეთება და საინჟინრო სისტემა. ფასადის კომპოზიციაში გაერთიანებულია სველი ფასადი, აგური, ტრავერტინი, ბაზალტი, კერამოგრანიტი, პერფორირებული ალუმინის საჩრდილობლები და ლამელები.
IPS-მა პროექტის ფარგლებში უზრუნველყო ქვეკონსტრუქციისა და თბოსაიზოლაციო მასალების მიწოდება-მონტაჟი, სველი ფასადის სამუშაოები და ტერასებზე შუშის მოაჯირების სამონტაჟო სამუშაოები. ასევე შესრულდა ბაზალტითა და ტრავერტინით კოლონებისა და რიგელების მოპირკეთება.
პროექტში გამოყენებულია URSA, ALTERNATIVA, EJOT, SFS, BRALO, CAPAROL, TERRA WOOL, WIENERBERGER, QUICK-MIX, KNAUF, KASSO, MANTION, SARAY და KERLITE-ის პროდუქცია.

