ჰილსაიდ დეველოპმენტის პროექტში ფასადის არქიტექტურული გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს ტერაკოტის კოლონები წარმოადგენს, რომლებიც კომბინირებულია მინის მოაჯირებთან. აღნიშნული მასალები ქმნის ფასადის გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას და აერთიანებს ბუნებრივი მასალის ესთეტიკასა და თანამედროვე მინის კონსტრუქციებს.
IPS-მა პროექტის ფარგლებში განახორციელა ლითონის კოლონების მონტაჟი ტერაკოტის კოლონების მოწყობისთვის, ასევე 240 გრძ.მ მინის მოაჯირების სამონტაჟო სამუშაოები.
პროექტის საერთო ფასადის მოცულობა შეადგენს 780 მ²-ს. გამოყენებულია BTS, EJOT, LARTA GLASS და ALTERNATIVA-ს პროდუქცია.

