Atlas Concorde იტალიური ბრენდია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილია დიზაინის სრულყოფილებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით. მისი კოლექციები აერთიანებს დახვეწილ ესთეტიკასა და მაღალ ფუნქციურ მაჩვენებლებს — როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული და არქიტექტურული სივრცეებისთვის. იტალიაში წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა კერამოგრანიტის ფილები გამოიყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში - ვენტილირებადი ფასადის სახით. კომპანიის კონცეფცია ეფუძნება One Space პრინციპს, რაც გულისხმობს დიზაინის უწყვეტობას - ერთი და იგივე დიზაინისა და ფაქტურის ფილა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატში, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის ფასადზე, შიდა კედლებზე, იატაკზე, სამზარეულოს ზედაპირად, დეკორის ელემენტად თუ სხვა.

ქვეყანა

Italy

დაარსების წელი

1969

პროდუცქია

კერამოგრანიტის ფილა