არქი რივერთაუნის პროექტში ფასადის გადაწყვეტისთვის გამოყენებულია HPL პანელები, რომლებიც შენობას თანამედროვე და გამორჩეულ არქიტექტურულ იერსახეს ანიჭებს. ვენტილირებადი ფასადის სისტემა აერთიანებს ვიზუალურ და ტექნიკურ ფუნქციებს და უზრუნველყოფს ფასადის ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
IPS-მა პროექტის ფარგლებში უზრუნველყო 725 მ² ვენტილირებადი ფასადის მიწოდება-მონტაჟი. სისტემისთვის გამოყენებულია GENTAS-ის HPL პანელები, ასევე ALTERNATIVA-ს, EJOT-ისა და SFS-ის სამშენებლო მასალები და აქსესუარები.

