Argeton ავსტრიული ბრენდია და თიხის ვენტილირებადი ფასადების ერთ-ერთი პიონერია. მისი პროდუქცია ხასიათდება ეკომეგობრულობით, გადამუშავებადობით, მაღალი ყინვაგამძლეობითა და ანტივანდალური თვისებებით. გამოირჩევა გამძლეობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით, რაც უზრუნველყოფს ფასადის საიმედოობასა და ესთეტიკური იერსახის შენარჩუნებას წლების განმავლობაში. რეკომენდებულია ვენტილირებადი ფასადების მოსაპირკეთებლად.