„პარაგრაფი გოლფი & სპა თაბორი“ წარმოადგენს მაღალი კლასის სასტუმრო და დასასვენებელ კომპლექსს, რომლის ინტერიერის გადაწყვეტაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ესთეტიკას, ისე სტუმრების კომფორტსა და ფუნქციურობას.
IPS-მა პროექტის ფარგლებში უზრუნველყო შპალერისა და სააბაზანო მოწყობილობებისა და აქსესუარების მიწოდება. პროექტში გამოყენებულია Vescom-ის შპალერი, Geesa-ს სააბაზანო აქსესუარები და Ideal Standard-ის სააბაზანო მოწყობილობები.

