ჰემპტონი ჰილტონისგან

ჰემპტონი ჰილტონისგან თანამედროვე სასტუმროა, რომლის ფასადის გადაწყვეტაში გაერთიანებულია დიდი ზომის ვიტრაჟული სისტემები, კერამოგრანიტი, მინის მოაჯირები და ალუმინის არქიტექტურული ელემენტები. ფასადის მასალებისა და სისტემების კომბინაცია ქმნის თანამედროვე ვიზუალურ იერსახეს და უზრუნველყოფს შენობის ფუნქციურ და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

IPS-მა პროექტის ფარგლებში უზრუნველყო ვენტილირებადი ფასადის, ვიტრაჟებისა და მოაჯირების მიწოდება-მონტაჟი. პროექტში გამოყენებულია 1,735 მ² 6 მმ კერამოგრანიტი, 1,410 გრძ.მ კერამოგრანიტის გვერდობები და 240 მ² 20 მმ კერამოგრანიტი. ასევე განხორციელდა 493 მ² კარ-ფანჯრის, 211 მ² სლაიდინგის, 346 მ² საფასადო სისტემისა და 900 მ² მინის მოაჯირების სამუშაოები.

პროექტში გამოყენებულია ATLAS CONCORDE, ALTERNATIVA, EJOT, CUHADAROGLU, Monticelli, SFS, NEOGLASS და SIKA-ს პროდუქცია.

გამოყენებული მასალა

კერამოგრანიტი ვიტრაჟები შუშის მოაჯირები ალუმინის საჩრდილობელი ლამელები დეკორიტიული ლამელა

შესრულებული მომსახურება

ვენტილირებადი ფასადის მიწოდება-მონტაჟი, ვიტრაჟების და მოაჯირების მიწოდება-მონტაჟი

ბრენდები

ბოლო პროექტები

აკა დეველოპმენტი (საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში)