„მოედანი“ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და საზოგადოებრივ სივრცეებს.
პროექტის ფარგლებში IPS-მა უზრუნველყო შენობის ფასადისა და გადახურვის მასალების მიწოდება და მონტაჟი. სამუშაოები მოიცავდა ჯამში 3,700 მ² ვენტილირებად ფასადს და 3,600 მ² გადახურვას.
ფასადის სისტემებში გამოყენებულია HPL და ფიბროცემენტის პანელები, ალუმინის ქვეკონსტრუქცია და ქვა-ბამბის თბოიზოლაცია. გადახურვისთვის კი გამოყენებულია ხის ქვესისტემა, ქვა-ბამბა და აგურის ფილები.
პროექტის დამატებით ნაწილს წარმოადგენდა უჟანგავი ფოლადისა და თუნუქისგან წყლის მიმღებების დამზადება და მონტაჟი, რაც შენობის ტექნიკური და არქიტექტურული გადაწყვეტის სრულყოფას უზრუნველყოფს.

