ოქროყანაში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის გადაწყვეტისთვის გამოყენებულია აგური, რომელიც შენობას ბუნებრივ და გამორჩეულ არქიტექტურულ იერსახეს ანიჭებს. ფასადის სისტემის სწორად მოწყობა უზრუნველყოფს მოპირკეთების საიმედო ფიქსაციასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
IPS-მა პროექტის ფარგლებში განახორციელა 1,275 მ² აგურის სამონტაჟო სამუშაოები. აგური დამკვეთის მიერ იყო მოწოდებული, ხოლო IPS-მა უზრუნველყო მისი პროფესიონალური მონტაჟი და საჭირო სამაგრი და დამხმარე სისტემების გამოყენება.
პროექტში გამოყენებულია ALTERNATIVA, EJOT, SIKA, URSA და BRALO-ს პროდუქცია.

