Pontus Rotana Resort & Spa-ს პროექტში ფასადის გადაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კერამოგრანიტის ფილებით მოწყობილი ვენტილირებადი ფასადის სისტემა. ასეთი გადაწყვეტა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ იერსახეს, მოპირკეთების საიმედო ფიქსაციასა და ფასადის ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის აუცილებელ ტექნიკურ მახასიათებლებს.
IPS-მა პროექტის ფარგლებში უზრუნველყო 5,300 მ² კერამოგრანიტის ვენტილირებადი ფასადის სამონტაჟო სამუშაოები, შესაბამისი ქვე-კონსტრუქციისა და სამაგრი სისტემების გამოყენებით.

