ბათუმში მდებარე მრავალფუნქციური პროექტის, ბათუმი კონცეპტის, ფარგლებში IPS რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს.
სამუშაოები მოიცავს ვენტილირებადი ფასადის პროექტირებასა და ინჟინერიას, ალუმინის კარ-ფანჯრის სისტემების დამზადებასა და მონტაჟს, ასევე კერამოგრანიტისა და ალუმინის კომპოზიტური პანელების გამოყენებით ფასადის მოწყობას. პროექტში სხვადასხვა მასალისა და სისტემის ერთიანი საინჟინრო მიდგომით გამოყენება უზრუნველყოფს ფასადის ფუნქციურობას, გამძლეობასა და არქიტექტურულ მთლიანობას.

