დიდ დიღომში მდებარე აკა დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსის ფასადის გადაწყვეტაში გამოყენებულია HPL და ალუმინის კომპოზიტური პანელები. მასალების კომბინაცია განაპირობებს ფასადის თანამედროვე ვიზუალურ იერსახესა და ფუნქციურობას.
IPS-მა პროექტის ფარგლებში უზრუნველყო ვენტილირებადი ფასადის მიწოდება-მონტაჟი. მიმდინარე შესრულებების ფარგლებში განხორციელებულია 1,257 მ² HPL-ისა და 953 მ² კომპოზიტური პანელის სამუშაოები.
პროექტში გამოყენებულია GENTAS, ALTERNATIVA, EJOT, URSA და SFS-ის პროდუქცია.



